სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” სარჩელის განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” სარჩელის განხილვა დაიწყება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

საქმე ეხება კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებას ქალაქ ბათუმში, სადაც “ჰერეთი” ახალი რადიოსადგურის რადიო “ბათუმის” გაშვებას გეგმავს.

“ჰერეთი” კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. სამაუწყებლო “კომპანიის” ინტერესებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.

სხდომა დღეს 12:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button