მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველო

“აქტიური დრო” – ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ

რადიო თბილისზე FM93.5 და პარტნიორ რეგიონულ რადიოსადგურებზე ახალი ტოკ-შოუ “აქტიური დრო” დაიწყება.

ჟურნალისტები აკაკი გოგიჩაიშვილი და ნინა ხელაძე, 8 იანვრიდან, საქართველოს რამდენიმე რადიოსადგურის პირდაპირ ეთერში მსმენელს მასშტაბურ კომუნიკაციას სთავაზობენ.

დღის მთავარი თემა პირდაპირ ეთერში, ოფიციალური ვერსია, ექსპერტების ანალიზი, ხალხის ხედვა და შეფასებები. სოციალური ქსელით, ტელეფონით, ღია მიკროფონებით, ნებისმიერი ადგილიდან.

დასვით კითხვა და გამოხატეთ პოზიცია.

გაააქტიურეთ თქვენი თემა – მიაწვდინე ხმა მთელ საქართველოს.

ყოველ სამუშაო დღეს, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე 17:20 საათზე რადიო თბილისი და პარტნიორი რეგიონული რადიოსადგურები წარმოგიდგენთ ახალ შოუს – “აქტიური დრო”.

რადიო თბილისის მენეჯმენტის თქმით, გადაცემა მთლიანად ინტერაქტიული იქნება და ერთდროულად ასი ათასობით მსმენელს შეეძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება.

მოუსმინეთ გადაცემის პრომოს

[fap_track id=”69378″ layout=”list” enqueue=”no” auto_enqueue=”yes”]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button