მნიშვნელოვანი

სპეცოპერაცია პანკისში და თბილისში

სპეცოპერაცია თბილისში და პანკისის ხეობის სოფლებში რამდენიმე საათი გაგრძელა. ხეობაში სროლის ხმა ისმოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ომალოსა და დუისში ოთხი, ხოლო დედაქალაქში ერთი პირი დააკავა. სპეცოპერაციის დროს დაიჭრა 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას ეხმარებოდნენ. ამ ცნობას დაკავებულთა ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან. საქმის შესწავლას იწყებს სახალხო დამცველიც.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს

[fap_track id=”69397″ layout=”list” enqueue=”no” auto_enqueue=”yes”]

მსგავსი პოსტები

Back to top button