მნიშვნელოვანი

თბილისელებისთვის ელექტროენერგია გაძვირდა

თბილისში დაახლოებით ერთნახევარი თეთრით გაძვირდა ელექტროენერგია.

დღევანდელ სხდომაზე, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა კომპანია “თელასის” სატარიფო განაცხადი.

2018 წლის 1 იანვრიდან, თბილისის იმ აბონენტებისთვის, რომელთა მიერ ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგია 101 კილოვატსაათს არ აჭარბებს, დღეს მოქმედი ტარიფი – 12,980 თეთრი გაიზრდება 14,5435 თეთრამდე.

101-301 კილოვატსაათი ელექტროენერგიის ტარიფი 16,992 თეთრიდან მოიმატებს 18,5555 თეთრამდე და 301 კილოვატსაათზე მეტისთვის 21,476-დან 23,0395 თეთრამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button