Hereti FM

თეთრი სახლის ეზოში 200 წლოვან მაგნოლიის ხეს მოჭრიან

898

ამერიკის პირველმა ლედიმ თეთრი სახლის ეზოში 200-წლოვანი მაგნოლიის მოჭრა მოითხოვა.

ამის შესახებ ტელეკომპანია “სიენენი” იტყობინება. როგორც სპეციალური კომისია წერს, ხე ლპება და უსიამოვნო სუნი აქვს.

მაგნოლიას სავარაუდოდ კვირის ბოლომდე მოჭრიან.

ჯექსონის მაგნოლიად წოდებული ხე თეთრი სახლის ეზოში აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის გადაწყვეტილებით მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დარგეს. მან მაგნოლიის ხე მისი გარდაცვლილი ცოლის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად დაარგვევინა.

რადიო ჰერეთი