მნიშვნელოვანირეგიონი

ყაჩაღობა ბაკურციხესა და ჩუმლაყში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ლიპარტაშვილები დააყაჩაღეს.

წინასწარი ინფორმაციით, სამი შეიარაღებული თავდამსხმელი ოჯახში ღამით შევიდა და მათგან ფულსა და ოქროს ითხოვდა. ნაცემია ოჯახის უფროსი, გივი ლიპარტაშვილი, რომელსაც თავში კონდახი ჩაარტყეს. სახლიდან გარკვეული რაოდენობის თანხაა წაღებული. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

დაკავებული ამ დროისათვის არავინაა.

სოფელ ბაკურციხეში კი წუხელ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. დაჭრილია სადგურის თანამშრომელი, რომელიც ობიექტზე ოპერატორად მუშაობდა. მას ჭრილობები ცეცხლასასროლი იარაღით ბარძაყისა და თავის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებულს დახმარება გურჯაანის საავდმყოფოში აღმოუჩინეს.

წაღებულია 1000 ლარამდე თანხა. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button