მნიშვნელოვანისაქართველო

ზვიად რატიანს 2000 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლემ შს სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაითვალისწინა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაადგინა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად რატიანმა რომელიც სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, 7 დღის ვადაში ჯარიმის სახით 2000 ლარი უნდა გადაიხადოს.

დაცვის მხარეს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ზვიად რატიანი რამდენიმე დღის წინ საპოლიციო კონტოლის დროს დააკავეს. მას ბრალად ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედება.

მსგავსი პოსტები

Back to top button