მნიშვნელოვანიმოზაიკა

პროექტი “რადიობეთი” “ცოდნის კაფეს” დასახმარებლად

რადიო თბილისმა FM93.5- მა  პროექტის “რადიობეთის” ფარგლებში, რომლის გენერალური პარტნიორი ონლაინ კაზინო “კროკობეთია”, კახეთის რეგიონში, ქალაქ წნორში მდებარე “ცოდნის კაფეს” დონაციისთვის რადიოგადაცემაში მოგროვებული თანხა 635 ლარი გადასცეს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თანხა ცოდნის კაფის დამფუძნებლებს სულ ცოტათი მაინც წაადგებათ დიდი მიზნისკენ. ეს პატარა გოგო-ბიჭები უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, არა მხოლოდ კახეთის რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვის, მოვუწოდებ ყველა კომპანიას სულ მცირედი გაიღონ იმისთვის, რომ უკეთესი თაობა ჰყავდეს საქართველოს. ცოდნის კაფე დარჩება თაობებს! ” – ამბობს რამაზ სამხარაძე, სამაწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი.

რადიო თბილისის გადაცემა”რადიობეთის” საშუალებით წამყვანი და სტუმარი ერთობლივ ბილეთს პირდაპირ ეთერში აკეთებდნენ, სწორი პროგნოზის შემთხვევაში კი “კროკობეთი” რადიო თბილისის ვირტუალურ ანგარიშზე თანხას ურიცხავდა. შეგროვებული თანხით კი კომპანიებს სხვადასხვა პროექტის დახმარება შეეძლოთ.

რადიო თბილისისა და “კროკობეთის” წარმომადგენლების თქმით 7 თვის მანძილზე დაგროვდა 635 ლარი, რაც მთლიანად გადაერიცხება “ცოდნის კაფეს”.

კახეთის რეგიონში მეორე წელია, რაც წნორელმა ახალგაზრდებმა დიდი ენთუზიაზმითა ცოდნის კაფე დააფუძნეს, რაც ფაქტობრივად რეგიონში არაფორმალური განათლების ცენტრს, მულტიმედია ბიბლოთეკასა და მყუდრო კაფეს წარმოადგენს.

“ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით. მოლოდინიზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა ცოდნის კაფე და ახლა ერთადერთი საზრუნავი გვაქვს, რომ ცოდნის კაფეს ჰქონდეს საკუთარი სივრცე”- ამბობენ “ცოდნის კაფის” დამფუძნებლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button