Hereti FM

ვიდეო რომელშიც 3 წლამდე ბავშვი სიგარეტს ეწევა

1 835
Share Button

სოციალურ ქსელ facebook-ში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ მცირეწლოვანს ახლობლები სიგარეტის მოწევისკენ მოუწოდებენ.

მომხდარს სპეციალისტები ბავშვზე ძალადობას უწოდებენ. რეაგირებისთვის მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტო ახლა 3 წლამდე ბავშვის ოჯახის მოძიებას ცდილობს.

სააგენტოში ამბობენ, რომ ვიდეოს გავრცელებისთანავე უწყება დაინტერესდა ამ ფაქტით თუმცა პირველწყარომ წაშალა ვიდეო, შესაბამისად ოჯახის მოძიება გართულდა.

ფაქტს სახალხო დამცველიც სწავლობს.

სოციალურ ქსელში 3 წლის ბავშვის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც არასრულწლოვანი სიგარეტს ეწევა, პირველ კომენტარს აკეთებს ბავშვის დედა. სალომე საგინაძე აცხადებს,რომ მან არ იცოდა, თუ ამით მისი შვილის უფლებები ირღვეოდა. მცირეწლოვნის მშობელი პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

იმ შემთხვევაში თუ უფლებადამცველები არასრულწლოვნის ოჯახიდან განრიდებას მოითხოვენ, ისინი სოციალურ მუშაკს შვილს არ გაატანენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი