მნიშვნელოვანისაქართველო

სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას, რასაც ბრალდების მხარე სააკაშვილს ედავება. როგორც სააკაშვილის სახაზინო უფლებადამცველმა განაცხადა, ის გაეცნო საქმეს და მასში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს, არ არის.

მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას რამდენიმე კვირის წინ უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარ ადვოკატებს აცილება მისცა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც მას სახაზინო წესით დაენიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

ადვოკატი სოფო გოგლიჩიძე ამბობდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავებიან კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებას, რაც მისი თქმით, აბსურდია.

საქმის პროკურორი კი ამტკიცებდა, რომ საქმეში არსებობს, როგორც პირდაპირი, ასევე დოკუმენტური მტკიცებულებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button