Hereti FM

კომუნიკაციების კომისიაში და ეკონომიკის სამინისტროში “მაგთის” არგუმენტების არ სჯერათ

102
Share Button

შპს “მაგთიკომის” მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს რომ “მაგთი” ინტერნეტს უმიზეზოდ აძვირებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასევე არ ეთანხმება „მაგთიკომის“ მიერ დასახელებულ არგუმენტებს კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კომპანიის განცხადებაში მოყვანილი მიზეზები შესაძლებელია არ ასახავდეს მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების რეალურ მიზეზებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში მოყვანილ მიზეზებთან დაკავშირებით სამინისტრომ უკვე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა წილი უკავია კომპანიის მიერ დასახელებულ მიზეზებს ტარიფების ზრდაში.

„შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვრიდან კომპანია „მაგთიკომის“ მიერ ძვირდება მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფები.

ამის მიზეზად მაგთიმ რამდენიმე პრობლემა დაასახელა: „საქართველოში ოპერატორებს რთულ პირობებში უწევთ ოპერირება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი. 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე“, – ნათქვამია მაგთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი