Hereti FM

+ 47 ავსტრალიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

101
Share Button

ავსტრალიაში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

სიდნეიში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. ყველაზე მეტად კი ქალაქის დასავლეთით, ერთ-ერთ დასახლებაში ცხელოდა, სადაც ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია.

ძლიერი სიცხის გამო სამედიცინო დახმარება რამდენიმე ათეულ ადამიანს დასჭირდა.

მაღალმა ტემპერატურამ შეფერხებები გამოიწვია ელექტრომომარაგებაში. ბოლოს ასეთი მაღალი ტემპერატურა ავსტრალიაში თითქმის 80 წლის წინ დაფიქსირდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი