მნიშვნელოვანისაქართველო
მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა კიდევ ორმა კლინიკამ გამოთქვა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ განაცხადა. ერთი კლინიკა ოჯახმა მოიძია, ხოლო მეორესთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, სად გააგრძელებს დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე თანხმობის პასუხს ელოდებიან.
ამ დრომდე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკას ჰქონდა გამოგზავნილი.
ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს ასევე 4 პირია დაკავებული.