მნიშვნელოვანირეგიონი

ახმეტაში მონადირეს დანაწევრებული შვლის ხორცი ჩამოართვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში, შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიების მტკიცებით, სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და შვლის დანაწევრებული ხორცი.

“მასალები შეიცავს სისხლი სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს”, – განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button