მნიშვნელოვანისაქართველო

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გახდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა.

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.
ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა.

ნაცლიშვილი პროფესიით იურისტია. ნაცვლიშვილს საიას მანდატით საპარლამენტო მდივნად მუშაობის გამოცდილება აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button