Hereti FM

აკაკი გოგიჩაიშვილი ამ ეტაპზე “რუსთავი2”-ის დატოვებას უარყოფს

465
Share Button

აკაკი გოგიჩაიშვილი “პრტაიმ ტაიმის” ინფორმაციას ეხმაურება და რადიო თბილისთან ამბობს, რომ გამოცემამ სიცრუე გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ გოგიჩაიშვილმა “რუსთავი2” დატოვა და სამუშაოდ ტელეკომპანია “იბერიაში” გადავიდა.

“ტვ. იბერიის ადმინისტრაციიდან მომმართეს თავიანთი გადაცემა ბიზნეს-კოდის განახლების სურვილით, რომლის ყურებადობა დაბალია.

მე ვუყურე რამდენიმე გადაცემას, გავუზიარე ჩემი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება გადაცემის გაუმჯობესება, შევხვდი 6-დან 3 თანამშრომელს რათა შემექმნა ჩემი შთაბეჭდილება მათ კვალიფიკაციაზეც, სამიდან 2–მა ყველაზე ელემენტარულ კითხვებზე ვერ გამცა პასუხი და შესაბამისად არხის ადმინისტრაციას ვურჩიე განაახლოს გადაცემაზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაც და კონცეპციაც.

არხის მხრიდან იყო შემოთავაზება თავად ჩავდგომოდი ამ პროცესს სათავეში, რაზეც ამჟამად ვფიქრობ.

რაც შეეხება პრაიმ-ტაიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას-თავიდან ბოლომდე ტყულია, “ბიზნეს-კოდის” თანამშრომლებისთვის მე არაფერი განმიცხადებია ჩემი გეგმების შესახებ, ასევე ტყუილია, რომ “რუსთავი2″-ზე ხელფასი შემიმცირეს, ტყულია რომ გადავედი იბერიაზე – ამ კითხვით პრაიმ-თაიმის ჟურნალისტი დამიკავშირდა და ასეც ვუთხარი, რომ არსად გადავსულვარ მეთქი – ყველაფერი რაც საბოლოოდ დაწერა, მისი ფანტაზიის ნაყოფია. პრაიმ-ტაიმის ადმინისტრაციასაც ვურჩევ გადახედოს თავის საკადრო პოლიტიკას.” – უთხრა რადიო თბილისს აკაკი გოგიჩაიშვილმა.

“ამავე გამოცემამ ორიოდე თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადავდიოდი ტვ-იმედზე, მაშინაც დამირეკეს, მკითხეს, უარი ვუთხარი და მაინც მტკიცებით ფორმაში დაწერეს – რა უბედურებაა”

გოგიჩაიშვილი რადიო თბილისის FM93.5 ეთერში საზოგადოებრივ პოლიტიკური ტოკ-შოუს “აქტიურ დროს” წამყვანი და ავტორიცაა. “აქტიური დროს” პირველი გადაცემა რადიო ეთერში მიმდინარე წლის 8 იანვარს გავიდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი