Hereti FM

სამხრეთ კალიფორნიაში 13 ადამიანი დაიღუპა

325

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას abcnews -ი ავრცელებს. დაშავებულია 25 ადამიანი .

“სამწუხაროდ, 13 დაღუპული გვყავს. სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, ვინაიდან ჩვენ კვლავ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები”, – განაცხადა სანტა-ბარბარას ოლქის შერიფმა ბილ ბრაუნმა.

რადიო ჰერეთი