Hereti FM

“ამ დროისთვის გამოძიებას ნდობას ვუცხადებ, თუ არ გაამართლა სხვანაირად მოვიქცევი”

978

“ამ დროისთვის გამოძიებას ნდობას ვუცხადებ, მაგრამ თუ არ გაამართლებს, სხვანაირად მოვიქცევი”, – ამის შესახებ ​თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს.

“მე სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს. ვთხოვ სახელმწიფოს გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე – მე მოვითხოვ ყველას დასჯას, როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილ და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობაში დღეს დაკრძალავენ.

რადიო ჰერეთი