Hereti FM

გურჯაანიდან გაუჩინარებული ახალგაზრდა მონასტერში იპოვეს

93

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდან 2 თვის წინ გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდა პოლიციამ იპოვა.

როგორც შსს- ში განაცხადეს, სამართალდამცველებმა გიორგი დარჩიაშვილს თბილისში, გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერში მიაკვლიეს.

ის თავს კარგად გრძნობს და სახლში უკვე დაბრუნდა. ოჯახი და პოლიცია მას გასული წლის ნოემბრიდან ეძებდა.

რადიო ჰერეთი