Hereti FM

ძალადობაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27

რუსთავის სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მამაკაცი გარდაბანში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს ყელში ხელების წაჭერით და მუშტების მრავალჯერადი დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა გოგოს, რის გამოც მან ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი 20 ოქტომბერს სოფელ ვახტანგისში, საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს.

რადიო ჰერეთი