მნიშვნელოვანირეგიონი

სახალხო დამცველი მაჩალიკაშვილების ოჯახს და პანკისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოოპერაციისას დაჭრილი და 10 იანვარს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ოჯახის წევრებს, რომლებმაც სპეცოპერაციის ღამის დეტალები გაიხსენეს, შეკითხვები აქვთ თემირლანის დაჭრის და საძინებელ ოთახში ხელყუმბარის არსებობის შესახებ და პასუხს მოკლე ვადაში ითხოვენ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატსაც იგივე შეკითხვები აქვს და შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოითხოვა, თუმცა, უცნობია, ექნებათ თუ არა მასალების გაცნობის საშუალება.

ლომჯარიამ კიდევ ერთხელ ითხოვა, რომ სახალხო დამცველს, კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიეცეს საქმის მასალების თუნდაც ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.

ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღემდე პასუხგაუცემელი შეკითხვების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის სურვილი აქვს. გარდაცვლილის ოჯახი კვლავ მოითხოვს საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას.

სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში ყოფნისას, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში ისლამური თემის წარმომადგენლებსას შეხვდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ადგილობრივები ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და სახალხო დამცველის ოფისს სთხოვენ, რომ არ შეწყდეს საქმის დეტალების მოკვლევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button