Hereti FM

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

111

59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

შემთხვევა ქალაქ ულმ-ში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 39 წლის ქართველი რუს მეუღლესთან ერთად მოქმედებდა. გამოძიება ამბობს, რომ ბინის გაქურდვისას ბოროტმოქმედებმა სახლის მეპატრონე სასტიკად სცემეს და მიყენებული დაზიანებებისგან ის საავამდყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

შემთხვევას ასევე შეესწრო მოკლული მამაკაცის 91 წლის დედაც. გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ დაკავებულებს გარდაცვლილის ოჯახთან ნაცნობობა აკავშირებდათ. პოლიციელები ამ დრომდე ეძებენ მოპარულ ნივთებს და ძვირფასეულობას.

რადიო ჰერეთი