Hereti FM

52 ადამიანი ემსხვერპლა ყაზახეთში უბედურ შემთხვევას

126

ყაზახეთში, ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციათა რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, დაღუპულები უზბეკეთის მოქალაქეები იყვნენ.

სააგენტო “ყაზახნფორმი” იუწყება, რომ 5-მა ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და ექიმები, შექმნილია ოპერატიული შტაბი.

რადიო ჰერეთი