მნიშვნელოვანირეგიონი
საქართველოს გზებზე შეზღუდვებია
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვებია. სპეციალური რეჟიმი
მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება გუდაური-კობის გზის მონაკვეთს – ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია.
კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი. სინოპტიკოსები მთაში თოვლთან ერთად, ძლიერ ქარსაც ელოდებიან, ზღვაზე კი შტორმს ვარაუდობენ.
არ გამოირიცხება, რომ ძლიერმა ნალექებმა ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.