მნიშვნელოვანისაქართველო

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა – აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ირწმუნება, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა -ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტში წერია, რომ ახალი დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ შესაბამის მტკიცებულებებსა და არგუმენტებს ეფუძნება. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა კი სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში მოხდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხმარებიდან ამოსაღები 29 ათასზე მეტი ვაქცინა საქართველოში გაიხარჯა – ამი შესახებ ინფორმაცია 17 იანვარს გავრცელდა, რომელიც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეფუძნებოდა.

საწინააღმდეგოს ამტკიცებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იქ განმარტავდნენ რომ ის მედიკამენტი, რაზეც აუდიტი საუბრობს, კანონის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში.

საკითხზე ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის მინისტრმა გამართა. დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა ვაქცინა მაღალი ხარისხისაა.

ამ თემაზე:

საეჭვო ვაქცინაცია [რეპორტაჟი]

მსგავსი პოსტები

Back to top button