მნიშვნელოვანირეგიონი
დაკავება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში დაკავებულმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დაკავების ამსახველი ვიდეო შსს-მ გაავრცელა ►