მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში სარწყავ არხში 41 წლის მამაკაცს ეძებენ

ახმეტაში მუნიციპალიტეტის სარწყავ არხში 41 წლის მამაკაცს ეძებენ. სადგილობრივები ამბობენ, რომ მამუკა ძებნიაური 19 იანვრის შემდეგ აღარავის უნახავს.
დაკარგულს პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა, ამჯერად კი, ძებნის ოპერაციაში სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივები ჩაერთნენ.
ამ დროისთვის მაშველებმა 4 კილომეტრამდე სიგრძის ტერიტორია შეამოწმეს, მათ შორის, ერთი საირიგაციო გვირაბიც.
დაკარგულს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს.