Hereti FM

აკაკი გოგიჩაიშვილმა “რუსთავი2” დატოვა

420

20 წლიანი მუშაობის შემდეგ,”რუსთავი2″-ის ცნობილმა სახემ, აკაკი გოგიჩაიშვილმა, დღეს ტელეკომპანია ოფიციალურად დატოვა.

რადიო თბილისს ინფორმაცია თავად გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა. გოგიჩაიშვილი “ბიზნესკოდის” ახალ პროექტს ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში, ახალ გუნდთან ერთად მოამზადებს.

პარალელელურად, აკაკი გოგიჩაიშვილი რადიო “თბილისის” ეთერში ტოკშოუ “აქტიურ დროს” ამზადებს, რომელიც კიდევ ექვსი რეგიონულ რადიოსადგურის ეთერში გადაიცემა.

აკაკი გოგიჩაიშვილის სახელს უკავშირდება ჟურნალისტური გამოძიებების სერია “60 წუთი”, პროექტები:”იდეა ფული და ერთი შანსი” და “ბიზნესკურიერი”, “კვირის გამოძიება”, რომელსაც ჟურნალისტი სხვადასხვა წლებში ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში ამზადებდა.

ჟურნალისტი სხვადასხვა უნივერსიტეტში საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მასშტაბით, რამდენიმე წელია ეწევა პედაგოგიურ და ტრენინგ საქმიანობას. 

რადიო ჰერეთი