მაიკ ტაისონს ფილმის გადაღებისას თითი მოსტეხეს
კუნგ-ფუს ჩინელმა ოსტატმა, მსახიობმა და რეჟისორმა დონი იენმა თითი მოტეხა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონს მაიკ ტაისონს.
კერძოდ, ამერიკელმა ლეგენდამ ტრავმა ფილმ “იპ მანის” მესამე ნაწილის გადაღებებისას მიიღო.
ინციდენტი ტაისონსა და იენს შორის საბრძოლო სცენის გადაღებისას მოხდა. ჩინელმა მაიკს იდაყვი დაარტყა და თითი დაუზიანა. მოკრივემ მოითხოვა სცენა ბოლომდე გადაეეღოთ და ექიმებს სამედიცინო დახმარების საშუალება გადაღების დასრულების შემდეგ მისცა.
სამედიცინო ჩარევის შემდეგ ტაისონმა ხუმრობით სინანული გამოთქვა, რომ მას არავინ ანუგეშებს. ამერიკელის სიტყვებით, “თავიდან ყველა მხოლოდ იენის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, რათა მისთვის ტრავმა არ მიმეყენებინა”.
“იპ მანის” პირველი ნაწილი – ნახევრადბიოგრაფიული წიგნია საბრძოლო ხელოვნების ოსტატზე და პირველ ადამიანზე, რომელმაც ღიად დაიწყო კუნგ-ფუს გაკვეთილების მიცემა. იპ მანის მოსწავლეების შორის იყო ბრიუს ლი.
პირველი ფილმი 2008 წელს გამოვიდა, გაგრძელება ორი წლის თავზე და მან კინოგაქირავებაში 50 მილიონი დოლარი მოგება მოიტანა. მესამე ნაწილის პრემიერა მაიკ ტაისონის მონაწილეობით 2016 წელს შედგება.
წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”