Hereti FM

“სილქნეტი” “ჯეოსელს” 153 მილიონ დოლად ყიდულობს

1,320

“სილქნეტმა” “ჯეოსელის” შესყიდვის შესახებ განაცხადა.

როგორც “სილქნეტის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიღწეულია შეთანხმება „ჯეოსელის“ აქციონერებთან: Telia Company (STO:TELIA) და Turkcell (NYSE: TKC, IST: TCELL). გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

”სილქნეტი” აღნიშნავს, რომ ამ გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, “სილქნეტის” ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.

რადიო ჰერეთი