მნიშვნელოვანირეგიონი

პანკისის ხეობის მცხოვრებლები ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ

 

პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი

პანკისის ხეობის მცხოვრებლები ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ხეობის მოსახლეობამ საგანგებო განცხადება დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში გააკეთა, სადაც ადგილობრივები პარასკევის ლოცვის შემდეგ შეიკრიბნენ.

პანკისის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნება შოთაძე პირადად ჩავიდეს ხეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროკურატურაში თავად გეგმავენ ჩასვლას.

უხუცესების განცხადებით, გამოძიება ჭიანურდება და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი.

უხუცესის ხასო ხანგოშვილის, იმამის წარმომადგენლის მუსა გოდერძიშვილის და გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმა ►

თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ მისიებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button