Hereti FM

თელავში ავარიის დროს პოლიციელები დაშავდნენ

103

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ავარიის შედეგად პოლიციელები დაშავდნენ.

მათი მდგომარეობა მძიმეა. Golf- ის მარკის ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. შეჯახების დროს მანქანის მძღოლმა და მგზავრმა, რომლებიც შსს- ს თანამშრომლები არიან სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიან.

მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტებს მუცლის ღრუს დაზიანებები და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებათ, რის გამოც ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე დაიწყო გამოძიება.

რადიო ჰერეთი