Hereti FM

საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი გარდაიცვალა

32

რა გახდა შუახნის მამაკაცის დაღუპვის მიზეზი სოფელ რუხში? საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული პირი ობიექტზე დაცვის წევრმა უგონო მდგომარეობაში იპოვა.

ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან დაახლოებით, 10 წუთში გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, მას სახეზე ნაკაწრები და პირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა.

გვამი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო ჰერეთი