Hereti FM

დიდთოვლობა ხულოში – სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა

99
Share Button

დიდთოვლობის გამო, ხულოს 31 საჯარო სკოლასა და ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა.

როგორც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ელექტროსადენები დააზიანა და მოსახლეობას დენი არ მიეწოდება. მისივე თქმით, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ცენტრალურ გზას ასუფთავებენ.

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს, ხოლო დაბა ხულოში ნახევარ მეტრს გადააჭარბა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი