Hereti FM

საპროტესტო აქცია კახეთში

15

სასმელი წყლის, გზის, აფთიაქის, ექიმისა და მაღაზიის გახსნის მოთხოვნით კახეთში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის მოსახლეობა ამბობს, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული

პრობლემების მოუგვარებლობის გამო სოფელი ხალხისგან დაიცალა. აქციის მონაწილეების თქმით, პრობლემების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდეს მაჟორიტარ დეპუტატს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ როგორც საზღვრისპირა და რაიონული ცენტრიდან მოწყვეტილ სოფელს გამონაკლისის სახით მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ამ სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება მიეცეთ.

ახმეტის მერიაში განაცხადეს, რომ სოფელში არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებენ. მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, პირველი მარტიდან ადგილობრივებს უფასოდ მოემსახურებათ ტრანსპორტი და ასევე მოგვარდება გაზის პრობლემაც.

რადიო ჰერეთი