Hereti FM

ძლიერი მიწისძვრა ტაივანში

83
Share Button

2 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას ტაივანში.

დაშავებულთა რაოდენობამ კი 200-ს გადააჭარბა. 6.4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა, ყველაზე მეტად ქალაქი ჰუა-ლიენი დაზარალდა, სადაც სამაშველო ოპერაცია ნანგრევებში ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად მიმდინარეობს.

მიწისძვრამ დაზიანდა საავტომობილო გზები, შენობის ძლიერი დაზიანების გამო მუშაობა უჭირს ადგილობრივ საავადმყოფოსაც.

თავშესაფრებში ამ დრომდე 800 ადამიანზე მეტი იმყოფება. სამაშველო ოპერაციაში დღეიდან სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთვებიან.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი