მსოფლიო

ძლიერი აფეთქება ბაქოში

ძლიერი აფეთქება მოხდა ბაქოში. აზერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი “რადიოქარხნის” ტერიტორიაზე აფეთქება ადგილობრიოვი დროით საღამოს 08:00 საათზე გაისმა.

რამდენიმე წუთში კი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარიც გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული.

სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით ქარხნის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების გამომწვევ მიზეზს გამომძიებლები სწავლობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button