Hereti FM

მანდატურის სამსახური შესაძლოა იმ სკოლებშიც შევიდეს, სადაც ახლა არ იმყოფება

775

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მანდატურის სამსახური იმ სკოლებშიც შევიდეს, სადაც ახლა არ იმყოფება.

შესაბამისი კომენტარით უპასუხა ნათია მეზვრიშვილმა შეკითხვას იმის შესახებ, თუ ვინ დაიცავს მოსწავლეების უსაფრთხოებას რეგიონებისა და სოფლების სკოლებში, სადაც მანდატურები არ ჰყავთ.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მანდატურები აბსოლუტურად ყველა სკოლაში იყვნენ, თუ ამის საჭიროება დადგება.

რადიო ჰერეთი