მნიშვნელოვანისაქართველო

“დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს” – შსს

“დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმა მოხდა. დოდო გუგეშაშვილი დაჭრილია, მისი შვილი კი მოკლეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში თქვეს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოდო გუგეშაშვილი დაჯგუფება მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერია.

მსგავსი პოსტები

Back to top button