Hereti FM

სტუდენტების ნაწილს არ მისცეს თსუ-ს იუბილეზე დასწრების უფლება

51

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც პატრიარქი, პრემიერ-მინისტრი და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა “აუდიტორია 115”-ის წევრები, სტუდენტები არ შეუშვეს უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სტუდენტების ნაწილი სააქტო დარბაზში შესვლას ალტერნატიული გზით ცდილობდა, თუმცა ისინი დააკავეს. სტუდენტები ამბობენ, რომ მათ ჩაუკეტეს კარი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სტუდენტები დილიდან ითხოვდნენ, რომ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ღონისძიებას.

ღინისძიების დასრულების შემდეგ “აუდიტორია 115”-ის წევრებმა სცადეს პრემიერთან დალაპარაკება. მათ გიორგი კვირიკაშვილმა განუმარტა, რომ სტუმრების სია მთავრობის ადმინისტრაციას არ შეუდგენია. ამასთან, პრემიერმა პასუხი გასცა სტუდენტის შეძახილებს პრემეირის დაცვასთან დაკავშირებით.

„ძალიან უხერხულია. მე თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს არ მითქვამს. ახლაც მოვედი. მაშინაც მოვედი და საერთოდ არ მჭირდება დაცვა,“-განაცხადა გიორგი კირიკაშვილმა.

რადიო ჰერეთი