რეგიონი

ტრენინგი თელავში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის

დღეს თელავში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმათა.

შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ფინკა ბანკის სერვის ცენტრში შედგა.

ტრენინგის მთავარი თემა იყო ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტები და მათი ეფექტურად გამოყენებაა, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე, ონლაინ სესხები, აგრო დაზღვევა და სხვა.

“დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მოხარულები ვართ, რომ ვუპასუხეთ მათ ყველა კითხვას და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლებენ თავის შემოსავლების დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას”, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელმა.

ფინკა ბანკის თელავის სერვის ცენტრის მენეჯერის, მიხეილ ახალაურის თქმით, “ფინკა ბანკისთვის მნიშნელოვანია კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. ამ ტრენინგის შემდეგ მათ დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითრებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევა, სესხის გააზრებულად აღება და ბანკთან ურთიერთობა. იმედი გვაქვს, რომ დღეის შემდეგ ჩვენი კლიენტების საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება”.

პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ბათუმში გაიმართება. პროექტის ფარგლებში 100 მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროექტს ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button