Hereti FM

მეწყერი გოდერძის უღელტეხილთან

68

ხულოში, გოდერძის უღელტეხილთან მეწყერი ჩამოწვა.

დიდი ოდენობის მიწისა და ქვების მასის გზაზე ჩამოსვლა რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია და ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა.

მოსახლეობა ამბობენ, რომ მეწყერის გამო მათ რამდენიმე საათი იძულებით გარეთ ყოფნა მოუწიათ. მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს. დღესვე ადგილზე მუშაობას გეოლოგები იწყებენ – მომზადდება დასკვნა.

რადიო ჰერეთი