მნიშვნელოვანისაქართველო

დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალება შეატყობინეს

დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უთხრეს.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ გუგეშაშვილი რეანიმობილით შვილის პანაშვიდზე უკვე გადაიყვანეს, მეგობრები აღნიშნულს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება.

თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე 7 თებერვალს მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button