მოზაიკასიახლეები

“გლობალსელის” სიმ-ბარათების შეძენა იუსტიციის სახლის ფილიალებშია შესაძლებელი

სარეკლამო სტატია 

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს ახალი სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დანერგილ 400-მდე მომსახურებას ამჯერად “გლობალ სელის” საერთაშორისო სიმ-ბარათების გაცემის სერვისი დაემატა.

იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევა და უკვე დღეიდან – საერთაშორისო სიმ-ბარათი.

ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა ეკუთვნის იუსტიციის სახლს, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი  აუქციონის წესით შეარჩია. გამარჯვებული კომპანია „გლობალ სელი“ მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ-ბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს.

მომხმარებლებს “გლობალ სელის” საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენა 15 ლარად შეეძლებათ. ბარათი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს: დაფარვის ზონა – 200-ზე მეტი ქვეყანა; უფასო შემომავალი ზარები – 150-მდე ქვეყანა; გამავალი ზარი – 0.09 დოლარიდან; უფასო შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – მთელ მსოფლიოში; გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – 0.05 დოლარიდან; მობილური ინტერნეტი – 140-მდე ქვეყანა; GPRS 1MB – 0.005 დოლარიდან; მუდმივი ნომერი; არანაირი სააბონენტო გადასახადი. საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.

„იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელმაც დანერგა კერძო სექტორის სერვისები. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, მომხმარებლებს შევთავაზოთ მათთვის საჭირო და მოთხოვნადი მომსახურება. კერძო სექტორის სერვისების დანერგვის ეტაპზე იუსტიციის სახლისთვის პრიორიტეტულია მომხმარებელი და ორიენტირებული ვართ, მოქალაქემ კომფორტულ გარემოში განსაკუთრებული პირობების მქონე პროდუქტი  საუკეთესო, ექსკლუზიურ ფასად მიიღოს,“ – განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა.

„იუსტიციის სახლის პოლიტიკა – მოქალაქეებს ერთ სივრცეში შესთავაზოს სახელმწიფოს და კერძო სექტორის საუკეთესო და მნიშვნელოვანი სერვისები – ძალზე პროგრესული ინიციატივაა და იგი ორიენტირებულია როგორც მოქალაქეთა ინტერესებზე, ისე კომპლექსური ინოვაციური მომსახურების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაზე. მოხარული ვარ, რომ მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, ექნებათ გლობალ სელის საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენის შესაძლებლობა, რითიც ისინი მნიშვნელოვნად დაზოგავენ საკუთარ როუმინგულ სატელეკომუნიკაციო ხარჯებს და ისარგებლებენ ერთი სიმ-ბარათით მთელ მსოფლიოში მოგზაურობისას“ – განაცხადა კომპანია “გლობალ სელის” დირექტორმა, გიორგი მადუაშვილმა.

იუსტიციის სახლი აქტიურად მუშაობს სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button