მნიშვნელოვანისაქართველო

ჩუტყვავილის მძიმე ფორმის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი ვირუსული დაავადების, ჩუტყვავილის შედეგად გარდაიცვალა.

ბაღში, სადაც მცირეწლოვანი გარდაიცვალა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

ბაღის დირექტორის განცხადებით, ამავე ბაღში მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

მომხდარი ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ. დავით სერგეენკომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ჩუტყვავილა ადვილად გადამდები დაავადებაა და რეკომენდაციების გაცემა ამ დაავადებასთან დაკავშირებით თითქმის შეუძლებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button