მნიშვნელოვანი

,,ამ კანონპროექტის კანონად ქცევა, დააზარალებს ყველა კერძო მედიასაშუალებას“ – ანა ნაცვლიშვილი

,,ამ კანონპროექტის კანონად ქცევა, დააზარალებს ყველა კერძო მედიასაშუალებას და შესაბამისად, დააზარალებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს“ – ამის შესახებ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა თოქ-შოუ აქტიურ დროში, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტო ქმნის შესაძლებლობას, კანონპროექტთან დაკავშირებით ხელახალი დისკუსია დაიწყოს, თუმცა, ,,საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს გაზიარება სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის“ და ამის გამო, ისინი ამ შესაძლებლობას ვერ ხედავენ.

პლენარული სხდომა, რომელზეც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს უნდა ეყაროს კენჭი, ამ წუთებში მიმდინარეობს.

მოისმინეთ ანა ნაცვლიშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button