მნიშვნელოვანიმოზაიკა

“არ შემეხო” – ბერლინალეს მთავარი პრიზის მფლობელი გახდა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა ბერლინალეს გამარჯვებულები: მთავარი პრიზი, ოქროს დათვი რუმინელი რეჟისორის ადინა პინტილის ფილმმა მიიღო სახელწოდებით ,,არ შემეხო”;

ჟიურის მთავარი პრიზი, ვერცხლის დათვი პოლონელი რეჟისორის არგონელა შუმოვსკას ფილმ ,,სახეს” ერგო’ საუკეთესო რეჟისორი ამერიკელი ვენ ანდერსონი გახდა

ანიმაციური ფილმის ,,ძაღლების კუნძულვის; საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ვერცხლის დათვის მფლობელი ანა ბრენი გახდა, საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ვერცხლის დათვით მსახიობი ენტონი ბაზონი დაჯილდოვდა.

ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად დასრულდა.

წლევანდელი ფესტივალი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით წარიმართა, თუმცა წარმოდგენილ ფილმებში სხვა პრობლემატიკაც წარმოჩნდა. ქართული კინოს მიმართ ინტერესი, ტრადიციულად დიდი იყო. კინოკრიტიკოსების და უცხოელი პროდიუსერებისთვის საქართველოს კინოცენტრის ინიციატივით სპეციალური მიღებაც გაიმართა. ასე, რომ ქართული კინოს მსოფლიო პრემიერებს უკვე სხვა ქვეყნებშიც უნდა ველოდოთ. ბერლინალე კი, მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button