Hereti FM

აშშ-ში რუსეთის საელჩოს ახალი მისამართია ბორის ნემცოვის მოედანი N1

96
Share Button

ვაშინგტონში, ქუჩის მონაკვეთს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მისი სახელი მიენიჭა.

ქუჩისთვის სახელის მინიჭება სიმბოლურად ნემცოვის მკლელობიდან სამი წლის თავზე მოხდა. ღონისძიებას დაესწრო ბორის ნემცოვის შვილი ჟანა ნემცოვა და რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ვლადიმერ კარა მურზა.

დღეიდან ვაშინგტონში, მოსკოვის საელჩოს მისამართია ბორის ნემცოვის მოედანი, N1.

ბორის ნემცოვი 3 წლის წინ მოსკოვში, კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. რუსეთის მთავრობის განცხადებით, მკლელობის გამოძიება დასრულლდა.

მკლელობაში ბრალდებულებს გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა პროკურატურამ საქმის გამოძიება ისე დაამთავრა, რომ არ დაუკითხავს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომლის უსაფრთხოების ბატალიონის მოადგილეც მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო.

დაღუპულის ნათესავებსა და მხარდამჭერებს ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ და ხელახალ, გამჭირვალე გამოძიებას ითხოვენ.

ბორის ნემცოვის მკვლელობამ 2015 წელს, მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი