მნიშვნელოვანისაქართველო
პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა,116 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ თქვა, შეწყალებულთაგან 73 პირი საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. მათგან ოთხი ქალია.
რაც შეეხება დანარჩენ 43 მსჯავრდებულს, მათ საპატიმრო სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდათ. მათგან ორი ქალია.
ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისია 19 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით მუშაობდა და 858 პირის საქმე განიხილა.