მნიშვნელოვანი

,,ტაქსის მძღოლებმა თავი გარიყულად არ უნდა იგრძნონ“

თბილისის საკრებულოში ევროპული საქართველოს დეპუტატის, დავით ჟღენტის განცხადებით, თბილისის მერია თავისი კომპეტენციის ზღვარს სცილდება, როცა ტაქსის ნასვამი მძღოლების ან გაუმართავი ავტომობილების შემოწმებაზე საუბრობს.

,,ნასვამ მძღოლებს ამოწმებს საპატრულო პოლიცია, გაუმართავი ავტომობილებისთვის, ამოქმედდება ტექდათვალიერება. ეს ყველაფერი თუ მერიამ შეითავსა, ჯობს, სამუშაო ადგილების შექმნაზე იმუშაონ“, – აღნიშნა დეპუტატმა რადიო თბილისის ეთერში, თოქ-შოუ ატიურ დროში საუბრისას.

დავით ჟღენტის თქმით, საწყის ეტაპზე, უნდა მოგვარებულიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის, პარკირების და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემები და ამის შემდეგ დაწყებულიყო ტაქსების რეგულაციის პროცესი.

მოისმინეთ დავით ჟღენტის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button